ამერიკული VOGUE-ის 150 წლის იუბილე და მერილ სტრიპის ისტორიული შეხვედრა ანა ვინტურთან (ვიდეო)

ამერიკული Vogue 150 წლის გახდა. იუბილეს აღსანიშნავად, დეკემბრის ნომრის ყდა ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს მერილ სტრიპს დაეთმო. ახალი ნომრის მთავარი პერსონაჟიც სამი ოსკარის მფლობელი მსახიობი იქნება.

2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ეშმაკს აცვია პრადა“, სადაც მერილ სტრიპმა პოპულარული მოდური ჟურნალის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლი განასახიერა. რომელიც Vogue-ს რედაქტორის, ანა ვინტურის პროტოტიპია. სწორედ ამიტომ, მათ შეხვედრას ჟურნალის ოფისში უკვე უწოდეს ისტორიული.

მოდის ბიბლიად აღიარებულ ჟურნალს 1988 წლიდან ინგლისელი ანა ვინტური უდგას სათავეში, ქალი, რომელიც მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.

ანა ვინტურმა მერილ სტირპთან ინტერვიუ თავად ჩაწერა და ამ ისტორიული შეხვედრის კადრები მალევე ინტერნეტჰიტად იქცა.

 

ავტორი: თათია ბუხრაშვილი