ჟურნალ Vogue-ის ყდისთვის ბიონსეს სურათებს აფროამერიკელი ფოტოგრაფი გადაიღებს
ჟურნალ Vogue-ის ყდისთვის ბიონსეს სურათებს აფროამერიკელი ფოტოგრაფი გადაიღებს

ჟურნალ Vogue-ის 126-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, ყდისთვის სურათებს აფროამერიკელი ფოტოგრაფი  გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ Vogue ავრცელებს.

ცნობილი ფოტოგრაფი ტაილერ მიტჩელი „ვოგის“ სექტემბრის ნომრის ყდისთვის ფოტოებს გადაიღებს. ყველაზე რეიტინგული და პოპულარული მოდის ჟურნალის სექტემბრის ყდაზე ამერიკელი სუპერ ვარსკვლავი ბიონსე იქნება წარმოდგენილი.

სწორედ ბიონსემ შეარჩია აფროამერიკელი ფოტოგრაფი გადაღებებისთვის. ტრადიციულად, ჟურნალი მხოლოდ იმ ფოტოგრაფებთან მუშაობს, რომლებსაც ვოგისთვის რამდენიმე ფოტოსესია უკვე მოწყობილი აქვთ, თუმცა რედაქტორმა, ანა ვინტურმა მომღერლის თხოვნა დააკმაყოფილა და მიტჩელი „ვოგის“ ფოტოსესიის გადასაღებად მიიწვია.