რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალ ფილმზე - Little Women მუშაობს
რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალ ფილმზე - Little Women მუშაობს

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გრეტა გერვიგი ახალ ფილმზე – Little Women მუშაობს. ფილმში მთავარ როლს ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ასრულებს.

ამასთან, ფილმში მაყურებელი ტიმოთი შალამეს, ემა სტოუნს და სირშა რონანის იხილავს. მათ „დიდი პატარა ტყუილებისა“ და „იურული პერიოდის პარკის“ ვარსკვლავი, ლორა დერნიც შეუერთდა.

ფილმის სიუჟეტი მერი ლუის ალკოტის რომანზეა დაფუძნებული. აღნიშნული ფილმი ამ რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია იქნება.

ინფორმაციას გრეტა გერვიგის ახალი ფილმის შესახებ variety ავრცელებს.