მსახიობ მერილ სტრიპს ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილში ადანაშაულებენ
მსახიობ მერილ სტრიპს ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილში ადანაშაულებენ

ლოს-ანჯელესის ქუჩებში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, მერილ სტრიპისა და პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის პლაკატები გააკრეს. აღნიშნულ კამპანიაში მერილ სტრიპს ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილში სდებენ ბრალს. პლაკატზე სტრიპის სახეზე წარწერაა გაკეთებული “მან იცოდა”.

პოსტერები მსახიობის ლოს-ანჯელესის სახლის მახლობლად და სტუდია 20th Century Fox-თან გააკრეს. 19 დეკემბერს, მსახიობმა როუზ მაკგოუენმა მერილ სტრიპი ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილის გამო გააკრიტიკა.

“მსახიობებო, როგორც მერილ სტრიპ…თქვენი სიჩუმე დანაშაულია”, – დაწერა მაკგოუენმა.

სტრიპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ვაინშტაინის ქცევების შესახებ არაფერი იცოდა.

“მტკივნეულია მაკგოუენის მხრიდან ნიუსების სათაურებიდან თავდასხმები, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ ვაინშტაინის დანაშაულებრივ ქმედებებზე არაფერი ვიცოდი”, – განაცხადა მსახიობმა.