ამერიკული ნავთობკომპანია Exxon Mobil Corp „როსნეფტთან“ ერთობლივ პროექტებს ტოვებს
ამერიკული ნავთობკომპანია Exxon Mobil Corp „როსნეფტთან“ ერთობლივ პროექტებს ტოვებს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის მიზეზი რუსეთის წინააღმეგ დაწესებული სანქციებია.
კომპანია Exxon Mobil Corp რუსეთთან ერთობლივი პროექტებიდან გასვლას მიმდინარე წელს დაიწყებს. ამავე დროს, ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება სახალინის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 200 ატასი ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება.
როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, Exxon Mobil Corp-ის გადაწყვეტილება კომპანიის პოზიციის მკვეთრი ცვლილებაა, რადგან აქამდე ამერიკული კომპანია ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა და აღნიშნავდა, რომ შემზღუდავი ზომები ამერიკულ კომპანიებს აზარალებს.
Exxon Mobil-ი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2011 წელს ამერიკულმა კომპანიამ „როსნეფტთან“ გააფორმა შეთანხმება ახალი ნავთობსაბადოების ძიებისა და ნავთობის ერთობლივი მოპოვების შესახებ. ამის შემდეგ ორმა კომპანიამ 10 ერთობლივი საწარმო შექმნეს.
შეგახსენებთ, ნავთობკომპანია ExxonMobil-ს რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა, ვიდრე ის სახელმწიფო მდივნად დაინიშნებიდა. 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა ტილერსონი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.