ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი, რომელმაც ლოს ანჯელესის გარეუბანში ათი ადამიანი მოკლა, აზიური წარმოშობის 50 წლამდე მამაკაცია
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი, რომელმაც ლოს ანჯელესის გარეუბანში ათი ადამიანი მოკლა, აზიური წარმოშობის 50 წლამდე მამაკაცია

შეიარაღებული პირი, რომელმაც ლოს ანჯელესის გარეუბანში, მონტერეი პარკში ათი ადამიანი მოკლა, აზიური წარმოშობის 50 წლამდე მამაკაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში იპოვეს. იგი ამ დროისთვის ფურგონშია ბლოკირებული და ალყაში მოქცეული.

მონტერეი პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, მათგან  ათი დაიღუპა. დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

მონტერეი პარკი გასულ შაბათ-კვირას საახალწლო ფესტივალს მასპინძლობდა, მოქალაქეები ჩინური მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავდნენ. მონტერეი პარკის დაახლოებით 60 000 მცხოვრების 65 პროცენტზე მეტი აზიელი ამერიკელია.