ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია 7 იანვარს ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტრო იუწყება.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეები ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
ოფიციალურ ვიზიტამდე, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ცნობილია, არგენტინაში გამართული დიდი ოცეულის სამიტის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინ პინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები სწორედ აღნიშნული შეთანხმების განხორციელების მეთოდებზე იმსჯელებენ.
ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.