აზერბაიჯანული და სომხური დელეგაციები ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდნენ

12:43, 05.08.2021

აზერბაიჯანული დელეგაცია ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას ხელმძღვანელობით ჩავიდა თეირანში, ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე თეირანში ჩავიდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. დაგეგმილია, რომ იგი შეხვედრას გამართავს ახლად არჩეულ პრეზიდენტთანაც.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილობრივ პარლამენტში 17:00 სთ-ზე დაიწყება.

ცერემონიალში 115 ქვეყნის 73 ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 10 პრეზიდენტი, 20 პარლამენტის თავმჯდომარე და 11 საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი