აზერბაიჯანული და სომხური დელეგაციები ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდნენ
აზერბაიჯანული დელეგაცია ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას ხელმძღვანელობით ჩავიდა თეირანში, ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.
იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე თეირანში ჩავიდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. დაგეგმილია, რომ იგი შეხვედრას გამართავს ახლად არჩეულ პრეზიდენტთანაც.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილობრივ პარლამენტში 17:00 სთ-ზე დაიწყება.
ცერემონიალში 115 ქვეყნის 73 ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 10 პრეზიდენტი, 20 პარლამენტის თავმჯდომარე და 11 საგარეო საქმეთა მინისტრი.