მამუკა მდინარაძე - ვიმედოვნებთ, ოპოზიციაში შეძლებენ შეთანხმებას სამ დეპუტატზე, რომელიც ჩაერთვება პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში
მამუკა მდინარაძე - ვიმედოვნებთ, ოპოზიციაში შეძლებენ შეთანხმებას სამ დეპუტატზე, რომელიც ჩაერთვება პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეარჩიონ სამი დეპუტატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაემგზავრება უკრაინაში.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციაში აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მოახერხებს ერთმანეთში შეთანხმებას და შეარჩევს სამ დეპუტატს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნება დელეგაციაში.

„ჩვენ ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარის და ჩვენი გუნდის შეთავაზებაზე პასუხს, რადგან როდესაც მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა ხდება აქცენტების, ეს არ არის კარგი. ღიად არის დარჩენილი საკითხი, რომ შეარჩიონ სამი ადამიანი, რომელიც იქნება დელეგაციის წევრი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რათა დააფიქსირონ საკუთარი სოლიდარობა. ვიმედოვნებთ, ისინი შეძლებენ ერთმანეთში შეთანხმებას, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტიდან  ჩაერთოს ამ დელეგაციაში. ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას, შესაბამისად, რაღაც კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელო. თუ ისინი ამ ბავშვური არგუმენტის გამო, მეც მინდა, მეც მინდათი გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება დამაზიანებელი“, – განაცხდა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი