ათენში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პირისპირ შეხვედრებს მართავს
ათენში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პირისპირ შეხვედრებს მართავს

ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პირისპირ შეხვედრებს მართავს.

კახა კუჭავა უკვე შეხვდა შვეიცარიელ კოლეგას, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ანდრეას აების. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარდა ის პრობლემები განიხილეს, რომელიც საქართველო რუსეთის ურთიერთობას უკავშირდება.

„თქვენს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოლოს ვენაში შევხვდი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც აკავშირებს შვეიცარიას და საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია საქართველოსა და რუსეთს შორის, მედიაციას ვეწევით და ესეც იყო საუბრის თემა. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისა და დახმარებისთვის საპარლამენტო კუთხით. ღია ვართ, რომ დაგეხმაროთ ტურიზმის მიმართულებით, ვიცით, რა სიტუაციაა „კოვიდის“ გამო მთელ მსოფლიოში, შვეიცარიიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ძალიან მოხარულები ვართ რომ საქართველო არის ღია მათთვის, ასევე საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს ბევრი ტურისტი“, – განაცხადა ანდრეა აებიმ.

დატოვე კომენტარი