ამერიკელმა სენატორმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დონალდ ტრამპის წერილი გადასცა
ამერიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დონალდ ტრამპის წერილი გადასცა.
სოციალურ ქსელ Twitter-ში სენატორმა დაწერა, რომ წერილში ხაზგასმულია სხვადასხვა სფეროში ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობა, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის, საკანონმდებლო სფეროში დიალოგის გაღრმავებისა და კულტურული ურთიერთობის მიმართულებით.
მოსკოვში ვიზიტისას, რენდ პოლმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები პარლამენტთაშორისი დიალოგის გასაგრძელებლად ვაშინგტონში მიიპატიჟა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილის მიღებას ადასტურებენ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წერილი დიპლომატიური არხებით მიიღეს, თუმცა მის შინაარსს ჯერ არ გაცნობიან.