ამერიკელი ინვესტორი 24 ევროპული ტოპ-კლუბით სუპერლიგის შექმნას გეგმავს
ევროპაში, შესაძლოა, ფეხბურთში ახალი საკლუბო ტურნირი – სუპერლიგა გაჩნდეს. ამერიკელმა ინვესტორმა სტივენ როსმა დახურული ტურნირის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამყვანი ევროპული კლუბების ხელმძღვანელებთან გამართა.
როსი იმით არის ცნობილი, რომ 2013 წლიდან დაკავებულია წინასასეზონო ამხანაგური ტურნირის – International Champions Cup-ის ორგანიზებით, რომელშიც რეგულარულად თამაშობენ ევროპული გრანდები – “ბაიერნი”, “რეალი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პარი სენ-ჟერმენი” და სხვები.
გეგმის მიხედვით, ლიგაში წარმოდგენილი იქნება 24 გუნდი ევროპის TOP5 ჩემპიონატებიდან. მომავალი ტურნირი არ ითვალისწინებს გავარდნისა და კლასში დაწინაურების სისტემას.
ახალი ჩემპიონატის მთავარი პლუსი იქნება – ფინანსური ფეარ პლეის არარსებობა. ჯერჯერობით უცნობია, როგორი რეაგირება ექნება ამ ინიციატივაზე უეფას.