კარლო ანჩელოტი - სუპერლიგა საფეხბურთო სამყაროსთვის სიკეთის მომტანი იქნება #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - სუპერლიგა საფეხბურთო სამყაროსთვის სიკეთის მომტანი იქნება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ფიფა-ს და უეფა-ს არ შეიძლება ჰქონდეთ მონოპოლია საფეხბურთო ტურნირების ჩატარებაზე და მათ 2021 წელს ევროპის სუპერლიგის პროექტი კანონის დარღვევით შეაჩერეს.

„ვფიქრობ, სუპერლიგა საფეხბურთო სამყაროსთვის სიკეთის მომტანი იქნება. ზოგი არაა ამაში დარწმუნებული, თუმცა არ შეიძლება არსებობდეს მონოპოლია ფეხბურთში.

სუპერლიგის პირობებში გაუმჯობესდება გუნდების კალენდარი და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. დრო გამოაჩენს, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

არსებული ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგა 64-გუნდიანი იქნება. გუნდები სამ დივიზიონში გადანაწილდებიან, იქნება ზევით ასვლისა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების სისტემა.

სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა კლუბების ბედი მათსავე ხელშია და ისინი უეფა-ს მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ.