განიხილება სუპერლიგის ახალი ფორმატი, რომელშიც 80 კლუბი მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
განიხილება სუპერლიგის ახალი ფორმატი, რომელშიც 80 კლუბი მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

სუპერლიგის ორგანიზატორმა, კერძოდ კი, კომპანია A22-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნდ რაიჰარტმა ტურნირის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა, რომელშიც 60 ან 80 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

რაიჰარტის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება 50-ზე მეტი კლუბის წარმომადგენლებთან. ახალი ფორმატი ითვალისწინებს გუნდების შერჩევას შიდა ჩემპიონატების შედეგების გათვალისწინებით და ტურნირს მუდმივი მონაწილეები არ ეყოლება.

„ევროპული ფეხბურთის საფუძვლები მორყეულია. დადგა ცვლილებების დრო. სწორედ კლუბები იღებენ საკუთარ თავზე ფეხბურთში არსებულ ფინანსურ რისკებს. თუმცა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, კლუბების ხელმძღვანელები იძულებულები არიან, რომ მოვლენებს გვერდიდან უყურონ. ამ დროს კი ფეხბურთის სპორტული და ფინანსური  საძირკველი ინგრევა. ჩვენ მზად ვართ ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აცხადებს კომპანია A22-ის აღმასრულებელი დირექტორი.