ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტმა სუპერლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტმა სუპერლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა #1TVSPORT

სუპერლიგის ორგანიზატორებმა ტურნირის ახალი ფორმატი შეიმუშავეს, რომელშიც 60 ან 80 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. გუნდებს შიდა ჩემპიონატების შედეგების გათვალისწინებით შეარჩევენ და ტურნირს მუდმივი მონაწილეები არ ეყოლება.

ლა ლიგის პრეზიდენტი ჰავიერ ტებასი სუპერლიგის განსხვავებულ ფორმატს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტურნირის ჩატარების ახალი ვერსიაც ძველ საფრთხეს შეიცავს.

„ეს ჰგავს მგელს, რომელიც თავს ბებიად ასაღებს, რომ ყველა მოატყუოს, მაგრამ მას ძალიან დიდი ეშვები აქვს. ევროპის ოთხი დივიზიონი? ცხადია, რომ სუპერლიგის ახალ ფორმატშიც ყველაფერს გრანდები გადაწყვეტენ“, – მიაჩნია ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტს.