ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ აბარის ტყეში ხანძარია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ღია კერები ადგილზე არ არის და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. მისივე თქმით, ცეცხლის კერების ნაწილი უკვე ჩამქრალია და დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე კვლავ იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყემდე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.