ალთაის რესპუბლიკაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველო ავრცელებს. ზვავს ცხრაწევრიანი ჯგუფის ორი მონაწილე ქალი გადაურჩა. მათ უახლოეს სოფლამდე კოშ-აგაჩამდე მისვლა დამოუკიდებლად შეძლეს.
გარდაცვლილთა საძებნად სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენით გაგზავნეს. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამძებრო სამუშაოებში ძაღლები ჩართო.
რუსეთის ფედერაციის სუბიექტ – ალთაის რესპუბლიკაში, არსებული ინფორმაციით, ზვავი 6 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოწვა. ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ტურისტების ჯგუფს გამოცდილი ალპინისტი ხელმძღვანელობდა, რომელიც აღნიშნული სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი იყო.