ალთაის რესპუბლიკაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ტურისტი დაიღუპა

10:44, 08.05.2019

ალთაის რესპუბლიკაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველო ავრცელებს. ზვავს ცხრაწევრიანი ჯგუფის ორი მონაწილე ქალი გადაურჩა. მათ უახლოეს სოფლამდე კოშ-აგაჩამდე მისვლა დამოუკიდებლად შეძლეს.

გარდაცვლილთა საძებნად სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენით გაგზავნეს. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამძებრო სამუშაოებში ძაღლები ჩართო.

რუსეთის ფედერაციის სუბიექტ – ალთაის რესპუბლიკაში, არსებული ინფორმაციით, ზვავი 6 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოწვა. ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ტურისტების ჯგუფს გამოცდილი ალპინისტი ხელმძღვანელობდა, რომელიც აღნიშნული სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი იყო.

მსგავსი