„ალტ ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა
„ალტ ინფოს“ გუნდმა ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ შექმნა.
პარტიის თავმჯდომარე ზურა მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა, ხოლო გამგეობის წევრი ირაკლი მარტინენკო იქნება. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრეს.
„მთავარი და ძირითადი ამოცანა არის შეიქმნას „კონსერვატიული ძალა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს. დღესდღეობით წარმოდგენილი ყველა პარტია არის ლიბერალური, ლიბელარულ-მემარჯვენე, მემარცხენე და ძირითადი დავა არის, ვის ბიძინას ფიგურა მოწონს და ვის სააკაშვილის. ჩვენ იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტიას ვაფუძნებთ, რომლის მთავარი სათქმელი იქნება, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს ქრისტიანული დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის მაგივრად“, – განაცხადა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ.