ე.წ. მოდულის შენობასთან „ალტ ინფოს“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები
ე.წ. მოდულის შენობასთან „ალტ ინფოს“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები

ე.წ. მოდულის შენობასთან „კონსერვატიული პარტიის“ წევრები და ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი მათი მხარდამჭერის, ბექა ვარდოსანიძის სუს-ში გამოკითხვაზე ყოფნას აპროტესტებენ. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, „იარაღის, ნარკოტიკების ჩადება გაუგია, თუმცა მეილის ჩადება პირველია გამოძიებაში“.

მისი თქმით, ვარდოსანიძის კომპიუტერში სუს-ს რისი ჩადებაც უნდოდა, არ გაუჭირდებოდა. როგორც მან განაცხადა, ვარდოსანიძე ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მახარაძე აღნიშნულს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება.