ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე 2023 წლის სტრატეგიაზეც ისაუბრებენ
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებთან ერთად, 2023 წლის სტრატეგიაზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დღეს „რამშტაინის ფორმატის“ შექმნიდან ერთი წლის იუბილეს აღნიშნავენ.
„დღის წესრიგშია ანალიზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე გაკეთდა, ასევე ჩვენი სტრატეგია 2023 წლისთვის, შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი საჭიროებები და დახმარების პროგრამების განაწილება უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს შორის. ჩვენ ვგრძნობთ პარტნიორების მხარდაჭერას და ვაგრძელებთ მუშაობას გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.