ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან
რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადა აუცილებელია „დანაკლისის აღმოფხვრა“.
„მობილიზებულების ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს“, – დასძინა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, საომრად გაგზავნამდე, ჯარისკაცებს სრულყოფილ მოსამზადებელ კურსს არ გაატარებენ. მისივე ვარაუდით, მობილიზაციის პირველი ტალღის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება.