ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს მუშაობა
განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს მუშაობა.
ამის შესახებ განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება თავად ჯეჯელავამ უნდა მიიღოს.
„ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნეს საქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.