ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას „ტასსი“ ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუს კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალურად აღწერასაც დაპირდა და განაცხადა, რომ მასმედია მინსკში მიმდინარე მოვლენებს არასწორად აშუქებს.

„მადლობა, რომ აჩვენეთ, ბელარუსის საზღვრები, ეს მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებია და იქ იარაღით გადაადგილების უფლება არავის აქვს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ შეხვედრისას.

ასევე, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინს მადლობა გადაუხადა, რომ ბელარუსი პირველია იმ ქვეყნების რიგში, სადაც რუსული ვაქცინის დისტრიბუცია განხორციელდება. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ამას ძალიან აფასებს.

ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ვიზიტია.