ალჟირში ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ალჟირში ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალჟირში ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ალჟირის დედაქალაქის აღმოსავლეთით, მთიან რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ადგილზე მეხანძრეები და ვერტმფრენებია მობილიზებული, რომლებიც ხანძრის რამოდენიმე კერას ებრძვიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებსაც მოედო, რის გამოც მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების მიტოვება და უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოუწიათ.