„ალბერტინას“ მუზეუმი - ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ ჩვენთან ნახოთ არაჩვეულებრივი აღმოჩენა - ფიროსმანის ნამუშევრები
„ალბერტინას“ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, – ამის შესახებ ავსტრიის ცნობილი მუზეუმი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა 27 იანვარს დასრულდება.
„ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნახოთ ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენა ჩვენს მუზეუმში. ეს არის მხატვარი, რომლის ნამუშევრები გვაჩვენებს გასაოცარ ცხოველთა სამყაროს და სურთებს საქართველოდან. ძველი ქართული სახეები ავანგარდის გმირები არიან. ნიკო ფიროსმანის „მეხილე თათარი“ მუზეუმის ამ კვირის ნამუშევარია“ , – წერია „ალბერტინას“ მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე.