ახმეტის სოფელ საკობიანოში ავტომობილი ალაზნის არხში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ახმეტის სოფელ საკობიანოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა. მათივე ინფორმაციით, ერთმა მგზავრმა სარწყავი არხიდან ამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.
რაც შეეხება მძღოლს და მანქანაში მყოფ ექვსი წლის ბავშვს, მათ წყლიდან ამოსვლა უვნებლად მოახერხეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.