ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის.
სახლი ორსართულიანია და ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
როგორც პირველ არხს ახმეტის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ზურაბ მაისურძემ განუცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.