ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის

10:42, 28.05.2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის.

სახლი ორსართულიანია და ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

როგორც პირველ არხს ახმეტის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ზურაბ მაისურძემ განუცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი