ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო
ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

ამასთან, ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ძლიერი სიცხისა და ქარის გამო მთის რთულ რელიეფზე ხანძრის ჩაქრობა რთულდება.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.