ახალსოფელში ხანძრის ლოკალიზების პროცესში მეორე ვერტმფრენი და მეხანძრეთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო [ფოტო-ვიდეო]
სოფელ ახალსოფელში ხანძრის ლოკალიზების პროცესში მეორე ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისათვის ხანძრის ლოკალიზების პროცესში 250-ზე მეტი ცოცხალი ძალა მონაწილეობს, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, სატყეო სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები, რომლებიც მაშველებს წყლით ამარაგებენ.
პერიოდულად ძლიერი ქარი ხელს უშლის ხანძრის ლოკალიზებას. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი დავით ალადაშვილი ამბობს, ცეცხლი უკვე მრავალწლოვან ფოთლოვან ტყესაც მოედო და ხანძრის არეალი 10 ჰექტრამდე გაფართოვდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ახალსოფელში მძიმე ტექნიკის მობილიზებას უწევს ორგანიზებას, რომელმაც ტყისკენ მიმავალი გზა უნდა გაწმინდოს ამით ხელი შეუწყოს სახანძრო მანქანების ხანძრის კერასთან მაქსიმალურად მიახლოებას.