ახალსოფელში ხანძრის კერებამდე გზის გაყვანის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო [ფოტო, ვიდეო]
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა იწყებს მუშაობას.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუყწყება, რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის კერებამდე მისვლას, შესაბამისად, გზის გაყვანის სამუშაოებში გამოიყენებენ თავდაცვის უწყების ტექნიკას. პარალელურად, აღნიშნული ტექნიკას გამოიყენებენ ცალკეული კერების ჩასაქრობად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სამი ვერტმფრენი, ასევე 70 მეხანძრე-მაშველი.
სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.