ახალქალაქში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 1979 წელს დაბადებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. პირველი არხის ინფორმაციით, ის უზბეკეთის მოქალაქეა და ახალქალაქში სამუშაოდ იმყოფებოდა.
გარდაცვლილი ქალი მის მიერ ნაქირავები ბინის მეპატრონემ ნახა. მეზობლებმა ბინის მეპატრონესთან მას შემდეგ დარეკეს, როდესაც მათ უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. მისი დაღუპვის მიზეზად სავარაუდოდ, ინსულტი იქცა.
ბინაში ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.