ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში უხვი ნალექის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში მოსული უხვი ნალექის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და წყალდიდობის საშიშროების წინაშე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
წყალდიდობამ დატბორა აეროპორტი და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა დასახლებული ზონები. სტიქიის ზონაში ჩავიდა ახალი პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი.