ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში ჩინელი მამაკაცი სამ სხვადასხვა ჩინურ რესტორანში მყოფებს დაესხა თავს
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში 24 წლის ჩინელი მამაკაცი სამ სხვადასხვა ჩინურ რესტორანში მყოფებს ნაჯახით დაესხა თავს.
შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა. სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მეოთხე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.