ახალი წელი უკვე ავსტრალიაშიც იზეიმეს [ვიდეო]

ავსტრალიაში, სიდნეის ნავსადგურში 1 მილიონამდე ადამიანი შეეგება ახალი წლის დადგომას გრანდიოზული ფოიერვერკით. მხიარული და ფერადი შოუს ავტორი წელს მსახიობი ჰიუ ჯეკმანი იყო. ფოიერვერკების შოუს ნაწილი LGBT თემის მხარდამჭერ, ცისარტყელის ფერებში იყო გადაწყვეტილი. ამ ფორმით სიდნეის მერიამ ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება აღნიშნა.

მანამდე, გრანდიოზული ფოიერვერკით ახალი წლის დადგომა იზეიმეს ახალ ზელანდიაში. სქაი თაუერიდან 3 ათასზე მეტი ფოიერვერკი გაუშვეს. შოუ ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

დაახლოებით ერთ საათში, 2018 წლის შემოსვლას აღნიშნავენ იაპონიაში, შემდეგ კი ჰონგ-კონგში.