ახალი ანიმაციები, რომლებიც მზის სისტემის ნამდვილ ზომებს თვალნათლივ დაგანახებთ
ახალი ანიმაციები, რომლებიც მზის სისტემის ნამდვილ ზომებს თვალნათლივ დაგანახებთ

მზის სისტემის მოდელთა უმეტესობა ბოლომდე ზუსტი არ არის, რასაც ობიექტური მიზეზები გააჩნია.

ამ პრობლემის გადაჭრა ცოტა ხნის წინ სცადა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს პლანეტოლოგმა ჯეიმს ო’დონოგმა. მან შექმნა ანიმაციათა სერია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის აკურატულად წარმოჩენას ცდილობს.

მის მიერ შექმნილი ვიდეოები კარგად წარმოაჩენს, რატომ არის ზომის, მანძილისა და სივრცის გამო ასე რთული მზის სისტემის მოდელები.

ო’დონოგმა ვიდეოებში არ აჩვენა მზის ნამდვილი ზომა პლანეტებთან შედარებით, რადგან ჩვენი დედავარსკვლავი იმდენად დიდია, რომ ეკრანს სრულად დაიკავებდა და მის გარდა აღარაფერი გამოჩნდებოდა.

უმარტივესი მოდელი არც მზისგან პლანეტების დაშორების ზუსტ მანძილებს ასახავს. არასწორია მათი ერთმანეთისგან დაშორების მაჩვენებლებიც.

კიდევ ერთი პრობლემაა პლანეტების უნიკალური მოძრაობა. თითოეული პლანეტა საკუთარი ღერძისადმი სხვადასხვანაირად არის დახრილი და ბრუნავს საკუთარი სიჩქარით.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოდელი ასახავს მზისა და პლანეტების ნამდვილი ზომა, სიჩქარე, ბრუნვა და დახრილობა, მაინც რჩება ერთი პრობლემა — მანძილი.

ო’დონოგის მოდელის მსგავს მარტივ ვიდეოში, პლანეტები ეკრანზე მაინც ვერ დაეტეოდა, თუ დაცული იქნებოდა მათი ერთმანეთისგან დაშორების ნამდვილი მაჩვენებლები.