სერბეთში მიმდინარე ვლადან მიჰაილოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 85კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნოდარ კაკაბაძემ ატაცში 155 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაძლია და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 341 კგ-ით ოქროს მედალს დაეუფლა.
შეჯიბრის ორგანიზატორებმა ნოდარ კაკაბაძე ტურნირის საუკეთესო ძალოსნადაც დაასახელეს.
მეორე ოქროს მედალი 77კგ-ში ირაკლი გაბრიჭიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 135 კგ. და აკვრაში 165 კგ. დაძლია.
გაბრიჭიძემ ორჭიდის ჯამში 300 კილოგრამი დააფიქსირა და ჩემპიონი გახდა.
სერბეთში ქართველი ძალოსნები მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ.