საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წევრები, რომლებიც სექტემბერში სოფიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 11-12 აგვისტოს რუმინეთის ქალაქ კლუჟში ევროპის თასის გათამაშებაზე იჭიდავებენ.
კლუჟში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), გიორგი ნიაზაშვილი, თემურ ნოზაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი და ალეკო მამიაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ზაურ კენჭაძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი და ამირან წიქორიძე (+100 კგ ) დაიცავენ.
გოგონათა შეჯიბრზე კი ელენე ყიფშიძე (48 კგ), ეთერ ლიპარტელიანი და მზია ბებოშვილი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ ) იჭიდავებენ.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ნაკრების წევრები საქართველოში დაბრუნდებიან და 19 აგვისტოდან შეკრება უკვე გორში გაგრძელდება. გოგოები კი რუმინეთში დარჩებიან და იქ ერთობლივ საწვრთნელ კემპში მიიღებენ მონაწილეობას.