ჭაბუკ ძიუდოისტთა 12 მედალი ევროპის თასზე #1TVSPORT
ჭაბუკ ძიუდოისტთა 12 მედალი ევროპის თასზე #1TVSPORT

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის თასზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ოქრო მედლებს დაეუფლნენ: გიორგი მიშველიძე (-73კგ), მათე ჩაფურიშვილი (-81კგ), თამაზ ბიგანაშვილი (+90კგ);

ვერცხლი: დავით კევლიშვილი (-60კგ), ნიკა მორბედაძე (-66კგ);

ბრინჯაო: ლუკა მაისურაძე (-50კგ), დავით ქარელი (-60კგ), საბა სამადაშვილი (66კგ), სანდრო ახლოური (-73კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-90კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (+90კგ), გიორგი ბადუაშვილი (+90კგ).