ქართველი ძიუდოისტები იტალიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტები იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს. აეროპორტში ახალგაზრდა ძიუდოისტების დასახვედრად იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა, ილია სულამანიძემ, საბა ინანეიშვილმა, გიორგი სარდალაშვილი და გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა.