ძიუდო | გორი კადეტთა შორის ევროპის თასს უმასპინძლებს #1TVSPORT
ძიუდო | გორი კადეტთა შორის ევროპის თასს უმასპინძლებს #1TVSPORT

29-30 აპრილს საქართველოში პირველად გაიმართება ევროპის თასი კადეტ ძიუდოისტთა შორის, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება. ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა.

შეჯიბრება გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის 324 სპორტსმენი მიიღებს. ევროპის თასი გაიმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.

საქართველოს ნაკრების სახელით ტურნირზე 64 ვაჟი და 54 გოგონა იასპარეზებს.