ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა გაიმართოს
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, პრეზიდენტი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.

ცესკო-მ შემაჯამებელ ოქმი დღეს გამოსცა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა ჩატარდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.