ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა  – ხუთი.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატების რაოდენობა  – 36.

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატების  რაოდენობა – ოთხი.

„ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი და ერთი მანდატი.

მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ –  1,33 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ორი.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.

„გირჩი“ – 2,89 პროცენტი, მანდატების რაოდენობა  – ოთხი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 პროცენტი, პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა  – 60. ამასთან, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში მათი მანდატების საერთო რაოდენობაა 90 მანდატი.

„ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა  – ოთხი.