ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ხუთი.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 36.
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
„ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი და ერთი მანდატი.
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ორი.
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
„გირჩი“ – 2,89 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 პროცენტი, პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა – 60. ამასთან, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში მათი მანდატების საერთო რაოდენობაა 90 მანდატი.
„ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.