ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ახალი ზელანდიის პოლიციამ და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. კიდევ 34 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. ორი დაშავებულის მდგომაროება კრიტიკულია.
მომხდარის გამოძიება გრძელდება. პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს მსხვერპლს ცეცხლი მხოლოდ ერთმა ადამიანმა 28 წლის ბრენტონ ტარანტმა გაუხსნა. მასთან ერთად დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი ქალი პოლიციამ გაათავისუფლა, ხოლო მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ დანაშაულში წაუყენეს ბრალი. გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი ტარანტთან არ არიან დაკავშირებულები.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერი-მინისტრმა განაცხადა, ბრენტონ ტარანტი სხვა თავდასხმებსაც გეგმავდა. დაკავების დროს მის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. წინასწარი ცნობით, კრაისტჩარჩში თავდასხმის შემსრულებელი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ 5 აპრილს წარდგება.