აკაკი ზოიძე - მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის როლიც მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის პროცესში არის გადამწყვეტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, ვალების ჩამოწერაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი ძალისხმევისა და მთავრობის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების შედეგად მიიღწა მნიშვნელოვანი შეთანხმება.
„ძალიან დიდი მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, რომლის როლიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაში არის გადამწყვეტი. რაც შეეხება 600 000 ადამიანს, კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია. ეს არი არის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა. არსებობენ კიდევ მევახშეების გამო დაზარალებულები”, – განაცხადა ზოიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.