აკაკი ზოიძე - უმკაცრესი პასუხი უნდა აგოს თითოეულმა ადამიანმა, ვინც მომიტინგეების მისამართით ახლოდან დამიზნებით ისროდა
აკაკი ზოიძე - უმკაცრესი პასუხი უნდა აგოს თითოეულმა ადამიანმა, ვინც მომიტინგეების მისამართით ახლოდან დამიზნებით ისროდა

გასარკვევია, რამდენად ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული რეზინის ტყვიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

აკაკი ზოიძე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაშლის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მომიტინგეებს არაკონსტიტუციური ქმედებისკენ მოუწოდა კონკრეტულმა ჯგუფმა და იყო დესტაბილიზაციის მცდელობა.

აკაკი ზოიძემ აქციის დაშლის მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა გაირკვეს, იყო თუ არა კონკრეტული სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომები.

„გასარკვევია, რამდენად ლეგიტიმურად იქნა გამოყენებული რეზინის ტყვიები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ახლოდან დამიზნებით სროლაზე ინსტრუქციაში არაფერი წერია. არანაირ კანონში არ წერია ეს ამბავი. უმკაცრესი პასუხი უნდა აგოს თითოეულმა ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.