პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შემადგენლობას ტოვებს.
ზოიძე განცხადებას ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებთან აკეთებს. ზოიძის თქმით, ტოვებს პარლამენტსა და პოლიტიკას.
კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და გადაწყვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე მოგვიანებით მიიღებდა.